შეხვედრა ლიეჟში და პოლიტიკური შეფასებები

ბელგიური შეკრება ახალი პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი ხდება. „ნაციონალური მოძრაობა“ მმართველ გუნდს ქალაქ ლიეჟში პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ შეხვედრის ჩასაშლელად ადგილზე სუს-ის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ „ქართულ ოცნებაში“. მმართველ პარტიაში შეკრების მონაწილეთა რაოდენობაზეც აკეთებენ აქცენტს და ხაზს უსვამენ, რომ საზოგადოებამ გუშინ მიხეილ სააკაშვილს და მის პარტიას კიდევ ერთხელ გასცა პასუხი.

შეფასებების დროს განსაკუთრებით მწვავე იყო პარლამენტის თავმჯდომარის ტონი.

 

 

დატოვე კომენტარი