შეხვედრა კურსდამთავრებულებთან
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა: კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიების ფარგლებში, განათლების მინისტრსა და მის მოადგილეს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ. ღონისძიების დასასრულს, გივი მიქანაძემ წარჩინებულ სტუდენტებს სიგელები გადასცა. კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიულოცეს.