კორონავირუსის გავრცელების გამო, ტურიზმის სექტორზე გამოწვეული ნეგატიური გავლენების შესამცირებლად, მთავრობა და საბანკო სექტორი კოორდინირებულ მოქმედებაზე შეთანხმდნენ. პრემიერთან შეხვედრის ფორმატში განხილული იყო ახალი კორონავირუსის ეკონომიკური გავლენები და გადაწყდა, რომ ჩამოყალიბდება სამუშაო მექანიზმი და უახლოეს დღეებში წარდგენილი იქნება კონკრეტული ნაბიჯების გეგმა ტურისტული სექტორის დასახმარებლად.
მარიამ ბერძენიშვილი დეტალებით.