შეხვედრა კოლეჯების წარმომადგენლებთან
განათლების მინისტრი, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ეწვია, სადაც თანამშრომლებთან შეხვედრები გამართა. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, პროფესიული განათლების განვითარება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და სამინისტრო მომავალშიც კოლეჯების გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, არაერთ ინიციატივას განახორციელებს. აღნიშნულ ფილიალებში, პროფესიული პროგრამები – ინფორმაციული ტექნოლოგიების, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ხორციელდება და მათში 60-ზე მეტი პროფესიული სტუდენტი ირიცხება.