შეხვედრა კლინიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან

ბინაზე მკურნალობის პროტოკოლში გარკვეული ცვლილებები შევა.

დაგეგმილია, რომ მსუბუქ და საშუალო სიმპტომებიან პაციენტებს, რომლებიც სახლებში მკურნალობენ, ცალკეული გამოკვლევები ჩაუტარდებათ. იგულისხმება სისხლის საერთო ანალიზი და თრომბოემბოლიური გართულებების პრევენციის კვლევები. გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. პრემიერი კლინიკურ ჯგუფსა და რეანიმატოლოგებს შეხვდა. რაც შეეხება ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვას, ამ წუთის მონაცემებით, საქართველოში 972 თავისუფალი საწოლია. მათ შორის წითელ ზონაზე, ანუ აჭარაზე მხოლოდ 36 საწოლი მოდის.

თათია ტაბეშაძე დეტალებით.

დატოვე კომენტარი