ჯანდაცვის სადავო რეფორმის გარშემო კონსულტაციები გრძელდება.
პრემიერმა დღეს კლინიკების 100-მდე წარმომადგენლის პრეტენზიები მოისმინა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სხვადასხვა სამედიცინო სერვისის ტარიფები საავადმყოფოებთან შეთანხმებით დადგინდება. შესაძლოა გადაიხედოს კარდიოლოგიისა და რეანიმაციის სფეროში 21 ნოემბრიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ამოქმედებული სადავო ტარიფებიც. დავის საგანია მთავრობის 520-ე დადგენილება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკისთვის თანაბარი ტარიფების დაწესებას გულისხმობს. სწორედ ტარიფების საკითხს მიიჩნევს პრემიერ-მინისტრი 2013 წლიდან მოქმედი საყოველთაო ჯანდაცვის ერთ-ერთ ხარვეზად, რის გამოც სისტემის მოდერნიზების აუცილებლობაზე საუბრობს.