შეხვედრა კლინიკების ხელმძღვანელებთან

ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე სხვადასხვა კლინიკის დირექტორებს შეხვდნენ. შეხვედრის თემა გრიპის მიმდინარე სეზონი იყო.

ჯანდაცვის სფეროს პირველმა პირებმა უშუალოდ კლინიკების დირექტორებისგან მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ კლინიკებშია კარანტინი გამოცხადებული და როგორია ბოლო ერთი კვირის სტატისტიკა მიმართვიანობასთან და მკურნალობასთან დაკავშირებით. კლინიკების ხელმძღვანელებმა კი აღნიშნეს, რომ ბოლო კვირის განმავლობაში პაციენტების რიცხვმა დაიკლო.