შეხვედრა კლიმატის ცვლილების საკითხებზე

კლიმატის ცვლილების შერბილება და მის შედეგებთან ადაპტაცია, კლიმატური პოლიტიკის შექმნა და სათბური აირების გაფრქვევის შემცირება – ამ საკითხებზე იმსჯელეს დღეს თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის რეგიონულ შეხვედრაზე.

ღონისძიება ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის ორგანიზებით ჩატარდა და მას საქართველოს, აზერბაიჯანის, ბელორუსის, მოლდავას, სომხეთისა და უკრაინის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანი აღმოსავლეთ პარტნიორობის  ქვეყნების ხელშეწყობაა, პარიზის შეთანხმების შესრულების საქმეში, რომელიც კლიმატის ცვლილების დასაძლევად მიმართულ საერთაშორისო საკვანძო დოკუმენტს წარმოადგენს. შეხვედრაზე მონაწილე ქვეყნებმა ერთმანეთს თავიანთი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარეს. ღონისძიება ორდღიანია და ის ხვალ დასრულდება.