ხელოვანების ნაწილის საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. კინოხელოვანების ნაწილი კინოაკადემიაში მივიდნენ. მათ აკადემიის ხელმძღვანელობას ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მკაფიო პოზიციის გამოხატვა და განცხადების გავრცელება სთხოვეს. ხელოვანებს მოგვიანებით აკადემიის პრეზიდენტი შეხვდა, რომელმაც განმარტა, რომ ოფიციალური განცხადების გავრცელება აკადემიის გამგეობის უმრავლესობასთან შეთანხმებით ხდება. მცდელობის მიუხედავად, გამგეობის სრული შემადგენლობის შეკრება დღეს ვერ მოხერხდა. აკადემიაში მისული კინოხელოვანების მოთხოვნაა, აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. მათი აზრით, მთავრობის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას ნიშნავს. ხელოვანებმა განცხადებაც დაწერეს და აკადემიის წარმომადგენლებს მისი ხელმოწერისკენ მოუწოდეს.