შეხვედრა ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებში

ხონის მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებლებს იუსტიციის მინისტრი შეხვდა. ადგილობრივები პრიორიტეტულ საკითხებად შიდა გზის მოწესრიგებას, სკოლისა და კულტურის სახლის რეკონსტრუქციას, სოციალური დახმარებების უფრო სამართლიან განაწილებას, სოფლის მეურნეობის პროგრამებზე უფრო მეტი და კვალიფიციური ინფორმაციის ფლობას ასახელებენ.