შეხვედრა ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებთან
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის და პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივით, სამეგრელოში ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების შეხვედრები, ადგილობრივ ახალგაზრდებთან, გრძელდება. ამჯერად, დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე, ახალგაზრდებს ჩხოროწყუში შეხვდა. რეჟისორმა ახალგაზრდების კითხვებს უპასუხა და მათ ქართული თეატრის დაარსების და განვითარების პერიოდები გააცნო. პარალელურად, მუნიციპალიტეტებში, წარმატებით მიმდინარეობს, ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო თეატრის მსახიობების მონაწილეობით, სპექტაკლი „ხალდეს“ ჩვენებები.