შეხვედრა კერძო სექტორთან

18:36, 29.10.2026

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, განახლებული არა-სააღსრულებო სერვისები წარუდგინა.

საუბარია ბიუროს სამ სერვისზე: ქონების შეფასება, გამარტივებული საქმის წარმოება და ფაქტების კონსტატაცია. პრეზენტაციაზე ყურადღება გამახვილდა იმ მექანიზმებზე, რომლებიც მოქალაქეებს, ბიზნეს სუბიექტებსა და საჯარო უწყებებს სამართლებრივი და ფინანსური რისკების შემცირებაში, დროისა და რესურსების დაზოგვასა და საკუთარი ინტერესების დაცვაში ეხმარება. მონაწილეებს გააცნეს შეფასების სერვისი სხვადასხვა მიზნით, მათ შორის სამართლებრივ, სადაზღვევო და საგადასახადო საკითხებზე. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, შეფასების დასკვნის მიღება დაჩქარებული წესით, სამ სამუშაო დღეშიც არის შესაძლებელი. აღსრულების ეროვნული ბიურო აგრძელებს არასააღსრულებო სერვისების განვითარებასა და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდას.

მსგავსი