შეხვედრა კელი დეგნანთან

15:22, 23.12.2021

ამერიკის ელჩი საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა. კელი დეგნანის, ნიკოლოზ სამხარაძისა და ირაკლი ბერაიას შორის გამართულ დისკუსიაზე ისაუბრეს ქვეყანაში დაგეგმილ რეფორმებსა და საპარლამენტო საქმიანობაზე, ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. ხაზი გაესვა, უკრაინაში მიმდინარე პროცესებსაც. თავის მხრივ, კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ რეგიონული დაძაბულობის ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ და აშშ-მა ახლო კომუნიკაცია შეინარჩუნონ.

მსგავსი