შეხვედრა „კასპიის ენერგეტიკული კლუბის“ თავმჯდომარესთან

12:20, 04.09.2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე „კასპიის ენერგეტიკული კლუბის“ თავმჯდომარეს, ტელმან ალიევს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების, ახალი ბიზნესკავშირების დამყარებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების განვითარების საკითხები განიხილეს. „კასპიის ენერგეტიკული კლუბის“ წევრები ბათუმში საერთაშორისო ბიზნეს მისიის ფარგლებში იმყოფებიან. მისიის  მიზანი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბება და საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაა.

მსგავსი