შეხვედრა კახეთში

15:19, 29.09.2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში მუდმივ წარმომადგენელთა დელეგაციის წევრები კახეთში რთველის პროცესს გაეცნენ.

სტუმრებს „თელავის ღვინის მარანმა“ უმასპინძლა. კომპანიის დამფუძნებელმა, ზურაბ რამაზაშვილმა მათ გადამუშავების სრული ციკლი გააცნო.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ევროკავშირის, აშშ-ის, ბრაზილიის, ერითრეას, ნიგერიის, ბანგლადეშის და საუდის არაბეთის მუდმივი წარმომადგენლები. მათ ქართული ქვევრის ღვინის მაღალ ხარისხზე და მრავალფეროვნებაზე ისაუბრეს.

მსგავსი