შეხვედრა ჯანმო-ს ევროპის რეგიონულ დირექტორთან

იშვიათი დაავადებების მედიკამენტები, პირველადი ჯანდაცვა და სხვა საკითხები განიხილა ჯანდაცვის მინისტრმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორთან შეხვედრაზე. საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ასევე რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებებს. აღინიშნა, რომ პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება და მიმდინარე ცვლილებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსახლეობისთვის ხარისხიანი სერვისების მიწოდებას და სისტემის განვითარებას. შეხვედრა მინისტრის ჟენევაში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში შედგა.