შეხვედრა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან

კლინიკებისთვის ამოქმედებული ახალი ტარიფები შესაძლოა გადაიხედოს.

ამ შედეგით დასრულდა საავადმყოფოების ხელმძღვანელთა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მთავრობის მეთაურისგან იმ რეფორმის დროებით შეჩერებას ითხოვდნენ, რომლის მიხედვით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფები დაწესდა. პირველ ეტაპზე ახალი რეგულაცია რეანიმაციის და კარდიოლოგიის მიმართულებით ამოქმედდა. დღევანდელ შეხვედრაზე მყოფი ექიმები ამბობენ, რომ რეფორმა მათთან შეთანხმებული არ ყოფილა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ამოქმედებულმა ახალმა ტარიფებმა სერვისების ხარისხი მმკვეთრად გააუარესა. როგორც მედიკოსები განმარტავენ, 21 ნოემბრიდან მხოლოდ მწვავე პაციენტებს ემსახურებიან, გეგმიური ოპერაციები კი დროებით შეჩერებულია.

მარიამ ბრძენშვილმა მოისმინა შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებები.

დატოვე კომენტარი