შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში

ჯანდაცვის მინისტრმა სადაზღვევო კომპანიებთან შეხვედრები დაიწყო.

ეკატერინე ტიკარაძემ კერძო სექტორის ხედვები მოისმინა როგორც ჯანდაცვის, ისე შრომის უსაფრთხოების და უბედური შემთხვევების დაზღვევის მიმართულებით. საუბარი შეეხო პირველადი ჯანდაცვის განვითარების პერსპექტივებსა და სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას. მხარეებმა იმსჯელეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგებსა და გამოწვევებზეც. შეხვედრას ოცამდე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი და სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.