შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში

ცოტა ხნის წინ დასრულდა ჯანდაცვის სამინისტროში აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრა.

როგორც შეხვედრის შემდეგ მშობლებმა განაცხადეს, მათი შვილების სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსებასთან დაკავშირებით იმედი გაუჩნდათ. ჯანდაცვის სამინისტროში კი აცახდებენ, რომ აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლი ქვეყანას მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში ექნება. თუმცა, კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობენ.