შეხვედრა ჯანდაცვის რეფორმის საკითხებზე

15:21, 01.10.2026

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის საკითხებზე, ჯანდაცვის მინისტრმა საპილოტე პროგრამაში ჩართული კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე პროგრამის მიმდინარეობა, მიღებული გამოცდილება და რეფორმის ახალ ეტაპთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო დაავადებების პრევენციას, ვაქცინაციას, სკრინინგს, დაავადებების დროულ გამოვლენასა და პაციენტებისთვის სერვისების დროულ მიწოდებას. ასევე, განიხილეს ის მიმართულებები და ამოცანები, რომელთა უზრუნველყოფა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს რეფორმის ახალ ეტაპზე მოუწევთ. შეხვედრა საჩხერის სამედიცინო ცენტრში გაიმართა.

მსგავსი