შეხვედრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელთან

ნებისმიერ დროს შესაძლოა მოხდეს კორონავირუსის იმპორტი საქართველოში და მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება მზად იყოს ვირუსის დროული იდენტიფიცირებისთვის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას განაცხადა. სილვიუ დომენტეს თქმით, საქართველო ევროპის ნაწილია, ევროპაში კი ვირუსის გავრცელების მაღალი რისკია და ქვეყანა მზად უნდა იყოს ამისთვის.