ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჯანდაცვის სფეროში საქართველოს მიღწევების შესახებ საუბრობს. ტედროს ადანომ გებრეისუსმა ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო 78-ე ასამბლეაზე ისაუბრა, რომელიც ჟენევაში გაიხსნა და რომლის თემაც არის „ერთიანი მსოფლიო ჯანმრთელობისთვის“. ასამბლეას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრიც დაესწრო. ტედროს ადანომ გებრეისუსმა, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში თამბაქოს კონტროლის მიზნით ჩატარებული სამუშაოები, ასევე მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად გაწეული საქმიანობა და წარმატება აღნიშნა. ჟენევაში, ასამბლეის გახსნის ღონისძიებაზე, ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მოპოვებისთვის, სერტიფიკატი გადასცა. ასამბლეაზე სიტყვი გამოვა მიხეილ სარჯველაძეც. მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორთან, ჰანს კლუგესთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. მინისტრთან ერთად, ასამბლეაზე, გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი რევაზ ლომინაძეც იმყოფებოდა.