შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან

ეკატერინე ტიკარაძე დეინსტიტუციონალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა ამ მიმართულებით არსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს. განიხილეს დიდი ზომის დაწესებულებების დახურვა, ალტერნატიული სერვისების განვითარება/გაძლიერება და ინსტიტუციებში მცხოვრები ბავშვების ოჯახებში დაბრუნება. სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლების სისტემაში არსებულ სკოლა-პანსიონების შეფასებასა და თითოეული ბავშვის საჭიროებების დადგენას.