შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან

ჯანდაცვის მინისტრი დაკავებული ექიმის, ვახტანგ ყიფიანის ოჯახის წევრებს შეხვდა.

მინისტრის განცხადებით, საჭიროა საქმეში ექსპერტები ჩაერთონ, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს საკანონმდებლო ჩარჩოში არსებული გარკვეული ბუნდოვანება, რომელიც გამოძიებას საქმის სწორად წარმართვაში დაეხმარება. მისი თქმით, სპეციალობების მიხედვით საექიმო საქმიანობის გაწერა დეტალურად უნდა მოხდეს.