შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში

21:32, 13.10.2021

როგორ და რა პერიოდულობით მოხდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მონიტორინგი, – ამ საკითხზე იუსტიციის სამინისტროში ცოტა ხნის წინ იმსჯელეს. უწყებაში მივიდნენ ჯანდაცვის მინისტრი, ასევე პარლამენტის შესაბამისი ორი კომიტეტის თავმჯდომარეები და სახალხო დამცველი. ექიმების ჯგუფი დაკომპლექტებულია და მათი მუშაობა უკვე მსჯავრდებულის სურვილზე იქნება დამოკიდებული, უფლებრივი მდგომარეობის რეგულარულ მონიტორინგს კი სახალხო დამცველი მოახდენს. შეხვედრის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები ნორმალურია.

მსგავსი