შეხვედრა ინფრასტრუქტურის მინისტრთან
ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადების პროცესში ხარჯთაღრიცხვის ხარისხთან დაკავშირებული საკითხები, სფეროში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის შესაძლო გზები განიხილა ინფრასტრუქტურის მინისტრმა გაერთიანებულ შეხვედრაზე. დისკუსიაში სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელები, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. აღინიშნა ხარჯთაღმრიცხველის პროფესიის მნიშვნელობა, სამშენებლო პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. იმსჯელეს პროფესიული კვალიფიკაციის, ერთიანი მიდგომებისა და მეთოდოლოგიის განვითარებაზე.