შეხვედრა ICOMOS Georgia-ს წარმომადგენლებთან

პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე, ანა დოლიძე საერთაშორისო ორგანიზაცია „იკომოს ჯორჯიას“ წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და პრობლემის მოგვარების გზებზე ისაუბრეს. „იკომოს ჯორჯიას“ პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც შეისწავლა გელათში დაზიანებული ფრესკების მდგომარეობა. ანა დოლიძის თქმით, აღნიშნულ კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით აშკარად იკვეთება ხელისუფლების და კერძოდ კულტურული მემკვიდრეობის ფონდის მხრიდან გულგრილობა, რამაც გამოიწვია ეროვნული დანაშაული. პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი გელათთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმის სწრაფად დასრულებას და დამნაშავეების გამოვლენას ითხოვს.