შეხვედრა ჰელსინკიში

​პოლიტიკური გაყრის და ისევ გაერთიანების შემდეგ ძველი თანაგუნდელები ერთმანეთს ჰელსინკიში შეხვდნენ.

გიგი უგულავა და მიხეილ სააკაშვილი, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ერთმანეთს საჯაროდ და მწვავედ აკრიტიკებდნენ, შერიგდნენ და ახლა საერთო გეგმებს აწყობენ.

გეგმა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის დამარცხებაა. „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერების გზები ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე გადაიკვეთა.

ყოფილი მმართველი პარტიისგან 2016 წელს გამოყოფილი გუნდის წევრები ამტკიცებენ, რომ გაერთიანება დროებითია, თუმცა სახელისუფლებო პარტიაში ამ განცხადებების არ სჯერათ.