შეხვედრა ჰააგის სასამართლოს პროკურორის მოადგილესთან

18:32, 20.10.2025

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოადგილეს, ნაჟატ შამემ ხანს შეხვდა. მხარეებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ საქართველოს საქმის, კერძოდ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების ფარგლებში, მხარეთა თანამშრომლობისა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საკითხები განიხილეს. პროკურორის მოადგილემ და იუსტიციის მინისტრმა, სასამართლოს მიერ გაცემულ დაპატიმრების ორდერებზე ისაუბრეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ 2008 წლის აგვისტოში ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოძიებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსხვერპლთა ინტერესების დაცვა.  შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს საქმეზე სასამართლოსთან ეფექტიანი და გამჭვირვალე თანამშრომლობის აუცილებლობას, რომის სტატუსით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად. საუბარი ასევე შეეხო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას, საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, რომლითაც რუსეთს, 29,000-ზე მეტი დაზარალებულისთვის 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის ვალდებულება დაეკისრა.

მსგავსი