შეხვედრა გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში

18:27, 08.09.2026

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში ახალგაზრდებს შეხვდა. მან შეხვედრის მონაწილეებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლეებისა და საგანმანათლებლო პროექტების შესახებ. ასევე, ისაუბრა საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე და მონაწილეებს საარჩევნო პროცესის ძირითადი ეტაპები გააცნო. ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილემ, ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციის გავლენაზე საზოგადოებასა და საარჩევნო პროცესზე და შეხვედრის მონაწილეებს, გააცნო დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგია.

მსგავსი