შეხვედრა ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან
მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება, ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა და ბაზრების დივერსიფიკაცია – საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ჯონ ბარკერს შეხვდა.
დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციასთან არსებული და სამომავლო აქტიური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, რადგან მევენახეობა-მეღვინეობის დარგი და მისი განვითარება ქვეყნის სტრატეგიული მიმართულებაა. ჯონ ბარკერმა მჭიდრო პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა საქართველოს წარმატებული მუშაობა, ღვინის ხარისხის, ვენახების ფართობის და ექსპორტის გაზრდის მიმართულებებით. ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია, სადაც 51 ქვეყანაა გაწევრიანებული. ორგანიზაციის მიზანი წევრ ქვეყნებში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებაა.