შეხვედრა გერმანიის საელჩოში – გამოხმაურებები

21:13, 17.01.2026

საჯარო შეხვედრების შემდეგ – დახურულ კარს მიღმა. საქართველოში გერმანიის ელჩი ადასტურებს, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობის ოფისში აქტივისტებს შეხვდა, თუმცა უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ ამ შეხვედრაზე წახალისებული იყო ე.წ. ირანის რადიკალური სცენარი.

სასამართლო პროცესებსა თუ ქუჩის აქციებზე გამოხატული მხარდაჭერის შემდეგ, რასაც საქართველოს ხელისუფლება მუდმივად აპროტესტებს და რის გამოც დიპლომატი ბერლინში კონსულტაციებისთვისაც იყო დაბარებული, ფიშერი აცხადებს, რომ საელჩოში ახალგაზრდებს მათ შეშფოთებაზე სასაუბროდ შეხვდა, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალი გზის დაბლოკვას უკავშირდება.

ელჩის თავის მართლებას წინ უძღოდა მედიაში გავრცელებული ცნობა, რომლის მიხედვითაც, დიპლომატისა და პროტესტის მონაწილე აქტივისტების შეხვედრაზე საუბრის თემა, რადიკალური აქციების დაფინანსება და შემდგომი სტრატეგია იყო.

სხვა ბევრ კითხვასთან ერთად, რომელიც მმართველ პარტიას გერმანელი დიპლომატის მიმართ უკვე დიდი ხანია დასმული აქვს, „ქართულ ოცნებაში“ ასევე აინტერესებთ, რის მიხედვით შეარჩია პიტერ ფიშერმა შეხვედრის მონაწილეები.

მსგავსი