საქართველოს განათლების მინისტრმა გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს საპარლამენტო მდივანთან სამუშაო შეხვედრა გამართა. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. იენს ბრანდენბურგმა განაცხადა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და იმედი გამოთქვა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი დადებითად გადაწყდება. გარდა ამისა, გიორგი ამილახვარს საქართველოს სამეცნიერო სისტემების რეფორმირებისა და ევროპულ კვლევით სივრცესთან უფრო მეტად დაახლოების საქმეში მხარდაჭერა აღუთქვა. შეხვედრის შემდეგ, სამინისტროში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და გერმანიის კვლევით ფონდს (DFG) შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.