შეხვედრა გენერალურ პროკურორთან

გამსახურდიების ოჯახის ადვოკატი მთავარ პროკურორს შეხვდა.

ირაკლი შოთაძემ მას პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმეში არსებული ახალი დეტალები გააცნო. ამირან გიგუაშვილის თქმით, ახალი ფაქტები გამოძიების კუთხით მნიშვნელოვანია და საზოგადოებას დეტალურად მოგვიანებით ეცნობება. შეხვედრაში დისტანციურად მონაწილეობდა კონსტანტინე გამსახურდია, რომელიც ამჟამად გერმანიაში იმყოფება.