ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის დელეგაციას შეხვდა გენერალური პროკურორის მოადგილე. ისაუბრეს საქართველოში არსებულ ვითარებაზე. აქცენტი გაკეთდა არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებსა და ღონისძიებებზე. ყურადღება გამახვილდა არასათანადო მოპყრობის დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებაზე და საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკაში იმპლემენტაციაზე, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე.