განათლების მინისტრი, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფციას, სკოლების წარმომადგენლებს აცნობს. გივი მიქანაძე, ჩუღურეთის რაიონის სკოლების მასწავლებლებსა და მშობლებს შეხვდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა შეხვედრაზე კონცეფციის ძირითადი მიმართულებები განიხილა და რეფორმის პრიორიტეტებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებზე და საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობაზე. შეხვედრის მონაწილეებს შორის იყვნენ, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი და სხვები. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა.