შეხვედრა განათლების სამინისტროში
თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მასწავლებლების და მოსწავლეების მშობლების შეხვედრა განათლების მინისტრის მოადგილესთან რამდნიმე წუთის წინ დასრულდა. დისკუსია დახურულ კარს მიღმა 3 საათი მიმდინარეობს. სკოლის წარმომადგენლებს სამინისტროსთან კონკრეტული კითხვები აქვთ, თუ რას აპირებენ ერთი წლის შემდეგ და რა იგულისხმება „სკოლის სრულმასშტაბიან რეკონსტრუქციაში.“ შეხვედრის პარალელურად, განათლების სამინისტროს მიმდებარედ შეკრებილები არიან მოქალაქეები, რომლებიც თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პერსონალსა და მოსწავლეებს მხარდაჭერას უცხადებენ. სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, 21-ე საჯარო სკოლაში, უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. რამდენიმე კვირიანი სამუშაოების შესრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება 2026-2027 სასწავლო წლის დასრულება იმავე შენობაში. სასწავლო პროცესის გაგრძელების პარალელურად, სკოლაში განხორციელდება არსებული მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი.