შეხვედრა განათლების სამინისტროში
უკვე ერთ საათზე მეტია განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, თსუ-ს აკადემიურ პერსონალს ხვდება. შეხვედრას 70-მდე პროფესორ მასწავლებელი ესწრება, მათ შორისაა რექტორი ჯაბა სამუშიაც, რომელსაც მედიასთან ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია. საკითხი ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ ინიციატივას ეხება, რამაც პროფესორ – მასწავლებებლის უკმაყოფილება გამოიწვია. დღევანდელ შეხვედრაზე ისინი საკუთარ არგუმენტებს დაასახელებენ, თუ რა პოტენციურ რისკებს შეიცავს ივანე ჯავახიშვილის სახელობის და ტექნიკური უნივეტისტეტების გაერთაინება. მათი თქმით, გადაწყვეტილების მიღება, მსგავს თემაზე, ნაჩქარევად არ უნდა მოხდეს და წარმომადგენლიბითი განხილვები უნდა გაიმართოს, რათა ოპტიმალური გადაწყვიტელება იქნას მიღებული. გუშინ მინისტრის მოადგილე ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შეხვდა და მათი მოსაზრებებიც მოისმინა.