საქართველოს განათლების მინისტრმა თბილისის სკოლების მასწავლებლებთან, მშობლებთან და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. საუბრის მთავარი თემა ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი მიმართულებები იყო.
გივი მიქანაძემ რეფორმის ფარგლებში სიახლეებზე ისაუბრა და არსებული გამოწვევების დაძლევის გზები განიხილა. თავის მხრივ, შეხვედრის მონაწილეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე შეკითხვები დასვეს და მინისტრს საკუთარი პოზიციები და მოსაზრებები გაუზიარეს.