შეხვედრა განათლების მინისტრთან

განათლების მინისტრმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც მეცნიერებისა და განათლების მინისტრი, ემინ ამრულაევი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე მხარეებმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე და ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს.

ვიზიტის ფარგლებში გივი მიქანაძე, თურქულ დელეგაციასთან ერთად, თბილისის 53-ე საჯარო სკოლას ესტუმრა. აღნიშნულ სკოლაში დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი STEAM ცენტრის გახსნა, რაც მოსწავლეებს ინოვაციური საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფს.