საქართველოს განათლების მინისტრი ქვემო ქართლის რეგიონის საჯარო სკოლებსა და პროფესიულ კოლეჯებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ქვემო ქართლში 2025-2026 სასწავლო წლის დაწყებამდე 7 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდება. პარალელურად, რეგიონში მიმდინარეობს ათი საჯარო სკოლის მშენებლობა და ერთი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია. ამასთან დასრულდა მასშტაბური პროექტის – ბოლნისის პროფესიული კოლეჯის მშენებლობაც.