შეხვედრა გამომგონებლებთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ათასწლეულის ინოვაციების კონკურსის გამარჯვებულ მოსწავლეებს უმასპინძლა, რომლებიც „ნასას“ კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში გაემგზავრებიან.

მამუკა ბახტაძემ მათ მიღწეული წარმატება მიულოცა და  გამარჯვებული პროექტის ავტორებს განათლების მასშტაბური რეფორმის შესახებ ესაუბრა, რომლის მიზანია, სხვადასხვა საფეხურზე განათლების დონის ამაღლებასთან ერთად, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ინოვაციური იდეებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებას.

მამუკა ბახტაძემ ასევე განსაკუთრებით აღნიშნა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მნიშვნელობა.