შეხვედრა გაერო-სთან

 თბილისში ვიზიტით იმყოფება გაერო-სთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლების დელეგაციაც. შეხვედრა გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრთან. ქართველმა დიპლომატმა ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საგარეო პრიორიტეტების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, რეგიონულ როლს, ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს, ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს. მხარეებმა ისაუბრეს გაერო-ს ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზე, ორგანიზაციაში მიმდინარე აქტუალურ პროცესებსა და საქართველოს ჩართულობაზე საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევაში გლობალურ გამოწვევათა დაძლევის გზაზე. გაერო-სთან აკრედიტებულმა მუდმივმა წარმომადგენლებმა მოინახულეს საოკუპაციო ხაზის სოფელი ხურვალეთი და ეწვივნენ დევნილთა დასახლებას წეროვანში.

ელჩები იმყოფებოდნენ ასევე იუსტიციის სახლში, სადაც გაეცნენ სერვისების მიწოდების პროცესს. ვიზიტის ფარგლებში, ისინი შეხვედრებს გამართავენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. აგრეთვე ეწვევიან კახეთისა და აჭარის რეგიონებს. დაგეგმილია შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან.