შეხვედრა გაერო-ს მუდმივ კოორდინატორთან
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, დიდიე ტღებიუკს, გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელ დაგლას უებს და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელ კაორი იშიკავას შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობასა და გაერო-ს სააგენტოებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. საუბარი ასევე შეეხო მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესს, აგრეთვე – 2026-2030 წლების გაერო-ს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს პრიორიტეტულ მიმართულებებს. მხარეებმა განიხილეს საქართველოს მთავრობისა და გაერო-ს სააგენტოების პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობები. საუბრისას განსაკუთრებით გაესვა ხაზი საქართველოს მიღწევებს საჯარო ინსტიტუტების გაძლიერების, ეფექტიანი საჯარო სერვისების განვითარებისა და კარგი მმართველობის კუთხით.