შეხვედრა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან

15:07, 09.08.2026

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს შეხვდა. გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის მე-16 სესიის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის, საჯარო მმართველობის, ციფრული ტრანსფორმაციისა და გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2026 წლის ივნისში თბილისში გამართულ გაეროს საჯარო სერვისების ფორუმს, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტთან თანამშრომლობით გაიმართა.

მსგავსი