შეხვედრა ფოთში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ფოთში, ქალაქის შესასვლელში მდებარე რეაბილიტირებული, მდინარე რიონის წყალგამყოფი ჰიდროკვანძი დაათვალიერეს.

აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად, მდინარე რიონის ადიდების დროს ჰიდროკვანძი ფოთისა და ხობის ადმინისტრაციული ერთეულების, პატარა ფოთის, ჭალადიდისა და საგვიჩიოს ტერიტორიების დატბორვისგან დაცვას უზრუნველყოფს.