შეხვედრა ფოთში

ქალაქ ფოთში, თევზის სუნთან დაკავშირებით გამართული მოლაპარაკებები დასრულდა.

როგორც სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ქარხანა, რომელშიც სანიტარული ნორმები არ იქნება მოწესრიგებული, გაჩერდება. ასევე გაჩერდება იმ ქარხნის სამუშაო პროცესი, რომლის მიზეზითაც ქალაქში თევზის უსიამოვნო სუნი კვლავაც გავრცელდება. მინისტრის თქმით, შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ პრობლემას ფოთში მონიტორინგს გაუწევს და კომუნიკაცია ექნება ხელისუფლებასთან.

ხელისუფლების წევრებმა დღეს მოქალაქეებთან ერთად თევზის გადამამუშავებელი საწარმოებიც დაათვალიერეს.