შეხვედრა ფოლკლორის ცენტრში

ფოლკლორული ანსამბლები და ფოლკლორის ცენტრი ტურიზმის მხარდასაჭერად სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიას „გაატარე ზაფხული საქართველოში“ უერთდებიან.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რომელზეც გაიწერა ღონისძიებების გეგმა ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლებსა და ანსამბლების წარმომადგენლებს შორის დღეს გაიმართა.

ახალი ინიციატივის ფარგლებში ფოლკლორის ცენტრის ეზოსა და დარბაზში დაიგეგმება ყოველკვირეული უფასო კონცერტები ტურისტებისთვის.

პროექტის სლოგანია „ქართული მრავალხმიანობა საქართველოს სტუმრებს“,  რომლის ფარგლებშიც კონცერტებთან ერთად, გათვალისწინებულია საგანმანათლებლო აქტივობებიც.