შეხვედრა ფერმერებთან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მუხურის ბაზაზე მეფუტკრე ფერმერებს შეხვდა. დავით სონღულაშვილი მეფუტკრეობის სანაშენე ბაზის ინფრასტრუქტურულ და ტექნიკურ შესაძლებლობებს და სანაშენე საქმიანობის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მინისტრს მეფუტკრეებმა სფეროში არსებული გამოწვევებიც გააცნეს და აღნიშნეს, რომ სახელმწიფოს ჩართულობა ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია. მეფუტკრეების ინფორმაციით, ამ დროისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ახალი ტკიპების გამოჩენაა.

მუხურის ბაზა 2017 წლიდან ფუნქციონირებს და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა როგორც სამეცნიერო-კვლევითი, ასევე  ქართული მთის რუხი ფუტკრის მეგრული პოპულაციის დაცვა-გამრავლების თვალსაზრისით.