შეხვედრა ფერმერებთან

დასავლეთ საქართველოში სიმინდისა და თხილის უკეთეს მოსავალზე საუბრობენ ფერმერები. მათ აზიური ფაროსანას წინააღდეგ გატარებული ღონისძიებების პარალელურად, სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების საწინააღმდეგო სამუშაოები განახორციელეს. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას და არსებულ ვითარებას დასავლეთ საქართველოში ხელისუფლების წარმომადგნელები და სპეციალისტები გაეცნენ. სამეგრელოს რეგიონში თხილის კრეფა უკვე მიმდინარეობს.  მეთხილე ფერმერებთან შეხვედრა თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.